პოგბა დაუჯერე დედას

პოლ პოგბა შესაძლოა მანჩესტერიდან პსჟ-ი გადავიდეს. ფრანგული გუნდის მესვეურებმა მასთან მოლაპარაკებები განაახლეს. ინფორმაცია L’equipe-მ გაავრცელა.

როგორც ცნობილია, კლუბის მესვეურებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ ფანებს. მათ არ უნდათ, რომ პოგბამ პსჟ-ს მაისურა მოირგოს. პარიზელებმა პარიზში გამოფინეს ბანერი, სადაც შემდეგი რამ ეწერა: “პოგბა დაუჯერე დედას, მას არ სურს შენი პსჟ-ში თამაში, ეს არც ჩვენ გვინდა”.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერი პოგბას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, ფრანგი კი ხელის მოწერისგან თავს იკავებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *