პოგბა: ხანდახან ფეხბურთი სასტიკია და ეს მშვენიერია…

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ შვეიცარიასთან მარცხზე (3:3; პენ: 4:5) კომენტარი გააკეთა

“ხანდახან ფეხბურთი სასტიკია.  სასტიკი და მშვენიერი. ამ მარცხმა ჩვენ ტკივილი, მოწინააღმდეგეს კი სიხარული აჩუქა. ფეხბურთის მშვენიერება ესაა. რა თქმა უნდა, მოგება ყველას გვინდოდა.

გულშემატკივრები მსოფლიოს ყველა წერტილში გვყავს. მადლობა ამისთვის. მშვენიერია რომ გხედავთ და თქვენი გვესმის. ქომაგები იმედითა და სიხარულით გვავსებენ. თავს ხელში ავიყვანთ და უფრო ძლიერები დავბრუნდებით.

შვეიცარიას ვულოცავ,” – დაწერა პოგბამ

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *