დანი ალვეშის წინააღმდეგ, ქალის სექსუალური შევიწროების ბრალდებით გამოძიება გრძელდება. EL Periodico-ს ინფორმაციით, პოლიციამ ფეხბურთელის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები მოიპოვა. პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდო ძალადობის შემდეგ, ქალის მტირალი და ანერვიულებული ხმა ისმის. ქალი იმ ღამესვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სხეულზე ფეხბურთელის თითების კვალი ნახეს.
ქალს ასევე ფიზიკური ძალადობის და სპერმის კვალი ეტყობოდა. ეს ყველაფერი სავარაუდო მსხვერპლის ვერსიას უფრო დამაჯერებელს ხდის და ალვეშის ვერსიის წინააღმდეგ მუშაობს.
დანი ალვეშმა ამ საქმესთან დაკავშირებით, ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი კრისტობალ მარტელი დაიქირავა. იგი თავის დროზე ლეო მესის და კარლეს პუიოლის ოჯახებს იცავდა.