პოლონელებმა კინგ პაუერი კვამლში გაახვიეს

ლესტერის პოლიციამ დაადასტურა, რომ ევროლიგის მატჩის დროს, რომელშიც ლესტერმა და ვარშავის ლეგია 3:1 დაამარცხა, პოლონელ ფანებთან შეჯახებაში ათზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა.

არეულობა სტუმარი გულშემატკივრების ტრიბუნასთან დაიწყო, სადაც ხელკეტებით შეიარაღებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა შვიდი ქომაგი დაიჭირა.

Legia Warsaw thugs punch police and target Leicester fans in violent scenes - Daily Star

ბრენდენ როჯერსის გუნდმა ამ გამარჯვებით C ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, პოლონელმა ფანებმა კი ინგლისელ პოლიციელებს ბრძოლა გაუმართეს. ვიდეოჩანაწერებში კარგად ჩანს, რომ მათ უკან არ დაუხევიათ და სპეცრაზმს იქითაც კი შეუტიეს.

მანამდე, პოლონელთა ტრიბუნაზე უამრავი მაშხალა ააგიზგიზეს. კინგ პაუერი კვამლით დაიფარა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრენდენ როჯერსმა თქვა: „სტუმარი გულშემატკივრების ტრიბუნაზე რაღაც პრობლემამ იჩინა თავი, მაგრამ მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ფაქტია, რომ იქ შეხლა-შემოხლა გარკვეულ ხანს გაგრძელდა. მგონი ჩხუბი ის არ არის, რისთვისაც ხალხი ფეხბურთზე უნდა დადიოდეს“.

უეფამ გამოძიება დაიწყო.

Leicester City v Legia Warsaw: Arrests after officers hurt in clashes - BBC News

ლეგიასთან გამარჯვების მიუხედავად, თუ ბოლო ტურში ლესტერი ნეაპოლში დამარცხდება, მოსკოვის სპარტაკი კი ვარშავის გუნდს მოუგებს, ინგლისური გუნდი მეთექვსმეტედფინალში მაინც ვერ მოხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *