23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დაიწყო, სადაც ქართველი სპორტსმენებიც იღებენ მონაწილეობას. დღეს ტურნირში ქართველი მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე ჩაერთო, რომელიც ზედიზედ მეცხრე ოლიმპიადაზე იღებს მონაწილეობას.
ამ ფაქტს არც მეტი არც ნაკლები NBA-ს ვარსკვლავი პოლ გასოლი გამოეხმაურა, რომელმაც ჩვენებურს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.
“ქართველი ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ მე-9 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. ის შესანიშნავია, სპორტის ნამდვილი ლეგენდაა.”-დაწერა ესპანელმა კალათბურთელმა.
ნინო სალუქვაძემ, რომელიც 52 წლისაა, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა პირველად 1988 წელს მიიღო და მას შემდეგ ზედიზედ მეცხე ოლიმპიადაზე გამოდის.