პოლ პოგბა: ეს ჩემი აქ ყოფნის პერიოდში საუკეთესო ფორმაციის მანჩესტერია

მანჩესტერ იუნაიტედს საკმაოდ ნაყოფიერი სატრანსფერო ზაფხული გამოუვიდა. გუნდმა ჯეიდონ სანჩო, რაფაელ ვარანი და კრიშტიანუ რონალდუ დაიმატა. ამ თემაზე იუნაიტედის ლიდერმა პოლ პოგბამ ისაუბრა.

“მანჩესტერს ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავდა, თუმცა ეს საუკეთესო ფორმაციის იუნაიტედია, რომელშიც მითამაშია. დარწმუნებული ვარ კარგი სეზონი გვექნება.

ჩვენი მიზანი ტიტულების მოგებაა. ვიცით, რომ ჩემპიონობა ძალიან რთული იქნება, თუმცა პირველობისთვის საკმარისი რესურსი გვაქვს. იმედია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მანჩესტერი თასს აღმართავს.”-ციტირებს ფრანგის სიტყვებს TV2.

მანჩესტერმა პრემიერლიგის 3 ტურში 2 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 7 ქულით მესამე ადგილზეა. იუნაიტედი შემდეგ შეხვედრას ნიუკასლთან ჩაატარებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *