პოლ სქოულზი: 3 ფეხბურთელი, რომელიც ჩემთვის ყველაზე უხერხული მეტოქე იყო

ლეგენდარულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა, ის 3 ფეხბურთელი დაასახელა, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა.

“კარიერის განმავლობაში უამრავი ძლიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია, მათ შორის რამდენიმესთან განსაკუთრებით გამიჭირდა. როცა ცენტრალურ ნახევარმცველად ვთამაშობდი, მინდოდა გარშემო არავინ მყოლოდა და ჩემი საქმე მშვიდად მეკეთებინა. ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე რობი სავიჯი იყო, ის მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან არ მომწონდა. 

ასევე ურთულესი მეტოქე იყო პატრიკ ვიეირა. ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი იყო. ჭკვიანი, ფიზიკურად ძლიერი და ბურთსაც კარგად ფლობდა. 

ასევე დავასახელებ ბოოპა დიოპს. ის მოსიარულე კარადასავით იყო. ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელი, რომელიც მუდამ ახლოს მყავდა. მის წინააღმდეგ თამაში მრცხვენოდა.”-განაცხადა სქოულზმა Daily Mail-სთან საუბრისას.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *