პორიემ ოლივეირასთვის გადასარიცხ შეწირულობაზე განცხადება გააკეთა

UFC 269-ის მთავარი ბრძოლის შემდეგ, სადაც სატიტულო დაპირისპირებაში ჩარლზ ოლივეირამ დასტინ პორიე დაამარცხა, მებრძოლებს შორის დიალოგი გაიმართა. საუბრის დროს დასტინმა ოლივეირას 20.000$-ს შეწირულობას დაპირდა, რათა ბრაზილიელი თავის შეჭირვებულ თანაქალაქელებს დახმარებოდა. მოგვიანებით ოლივეირამ განაცხადა, რომ პორიესგან დაპირებული შემოწირულობა ჯერ არ მიუღია. ამ ფაქტმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ვინაიდან სწორედ იგივე საქციელში ამხილა პორიემ კონორ მაკგრეგორიც.

დასტინ პორიეს მიერ გავრცელებულ თვითიდან ვიგებთ, რომ პორიეს მიცემული პირობა არ დავიწყებია:

“ყველას, ვისაც გაინტერესებთ ჩემი შეწირულობის შესახებ – რა თქმა უნდა, მე ამას გავაკეთებ. ჩვენ ჩარლზთან და მის გუნდთან კონტაქტზე ვართ და ველოდებით, რომ მათ გადაწყვიტონ თუ რა საქველმოქმედო პროექტში უნდა ჩაიდოს ეს შეწირულობა.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *