დასტინ პორიე MMA-ს გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და საყვარელი მებრძოლია. თუმცა ბევრი მათგანის დამოკიდებულება შეიცვალა მას შემდეგ, რაც დღეს, კოლბი კოვინგტონმა დასტინის ვარჯიდან ფრაგმენტი გაავრცელა. ვიდეო 2019 წელს, ხაბიბთან ბრძოლისთვის მომზადების პერიოდშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს როგორ ანოკდაუნებს დასტინი მოყვარულ მებრძოლს და ამის შემდეგ იწყებს ყვირილს, რომ ის არის ახალი ჩემპიონი. მართალია, მსგავსი რეაქცია აღნიშნულ სპორტში ბუნებრივია, თუმცა ვარჯიშზე, მითუმეტეს მოყვარულ სპორტსმენთან… მარტივად რომ ვთქვათ არ ჰგავს დასტინის საქციელს.