რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, რომელიც იმავდროულად 2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა, პორტუგალიის ნაკრებმა სტუმრად, ამსტერდამში ითამაშა ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ და 61:28 დაამარცხა.
პორტუგალიამ მეტოქეს 9 ლელო გაუტანა. აქედან რვა გარემარბების ანგარიშზეა. რაფაელე სტორტიმ ხუთი ლელო მიითვალა, როდრიგო მარტას ანგარიშზე კი, სამი ლელოა. ერთიც შერკინების კვაჭმა მაიკ ტაჯერმა გგაიტანა.
პორტუგალიელებმა ოთხი მატჩი გამართეს და ორი მოიგეს. შედეგად, ამჟამად, ლობუშები 10 ქულით მეორე ადგილზე არიან.
დღესვე ესპანეთის ნაკრებს შინ უნდა მიეღო რუსეთის ეროვნული გუნდი, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მატჩი გადაიდო.
სატურნირო მდგომარეობა
- საქართველო – 24 ქულა, 2. პორტუგალია – 10, 3. რუმინეთი – 9, 4. რუსეთი – 4, 5. ესპანეთი – 2. 6. ნიდერლანდები – 0