პორტუგალიამ პლეი-ოფი გაინაღდა

LUSAIL CITY, QATAR - NOVEMBER 28: Bruno Fernandes of Portugal scores their team's second goal off a penalty past Sergio Rochet of Uruguay during the FIFA World Cup Qatar 2022 Group H match between Portugal and Uruguay at Lusail Stadium on November 28, 2022 in Lusail City, Qatar. (Photo by Ryan Pierse/Getty Images)

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ითამაშებს. ფერნანდუ სანტუშის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ურუგვაის ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხეს.

პორტუგალიელთათვის ეს მოგება მარტივი არ ყოფილა. პირველ ტაიმში არსებული უპირატესობის მიუხედავად, ევროპის ექს ჩემპიონებმა გოლი ვერ გაიტანეს. მეორე ნახევარში გუნდმა მოუმატა და 2 შეაგდო, ორივე ბრუნო ფერნანდეშმა.

პორტუგალიელთა მოგებაში საკმაოდ დიდი წვლილი მეკარე დიეგო კოშტამ შეიტანა, რომელმაც არაერთი რთული ბურთი აიღო. რაც შეეხება ურუგვაის, ამ შემადგენლობით ამ გუნდისგან მეტს ველოდით, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლიდერების უმეტესობა ასაკშია. მაგალითად კავანი და სუარესი 35-35 წლისანი არიან.

საბოლოო ჯამში პორტუგალიამ დამაჯერებლად ითამაშა და 3 ქულაც დამსახურებულად აიღო. პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფშია, ურუგვაი კი მესამე ტურში განასთან მოგებით შეეცდება ფონს გასვლას.

საუკეთესო ფეხბურთელი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდეშია. გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, პენალტიც მოიპოვა და არაერთხელ სახიფათოდ დაარტყა.

პორტუგალია 2:0 ურუგვაი

გოლები: ბრუნო ფერნანდეში (54; 90+3).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *