“სიკვდილის ჯგუფის” სენსაციურად დაწყებას ბევრი არაფერი აკლდა, 84-ე წუთამდე პორტუგალია უნგრეთს ვერ უგებდა. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესწილად გულშემატკივრების დამსახურება იყო, რადგან “პუშკაშ არენა” სრულიად სავსე იყო და საკუთარ ნაკრებს მხარს ბოლომდე უჭერდნენ.
უნგრეთს ბოლომდე გაძლება სჭირდებოდა, ერთი რომ გაეშვა, ყველაფერი გადაწყვეტილი იქნებოდა. ასეც მოხდა, 84-ზე გერერომ გაიტანა, შემდეგ ორიც რონალდუმ მიამატა და პორტუგალიამ 3:0 მოიგო…