პორტუგალია ნამდვილად მაროკოსთვის ემზადება?..

აერია… დაიბნა… პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდო სანტუსმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მაროკოს ნაკრები კარგად ჰყავს შესწავლილი და მეოთხედფინალს მომზადებული ხვდება. არადა რაღაცეები აერია!..

მახსოვს წინა მსოფლიო ჩემპიონატში შევხვდით. მაროკოელთა ბევრი ფეხბურთელი ვიცი თუნდაც იმიტომ, რომ საბერძნეთის კლუბებში თამაშობენ, მე კი იქაურ ნაკრებს ვწვრთნიდი და მაქვს ინფორმაცია. მაროკო საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი ჰყავს“.

სინამდვილეში კი მაროკოს ნაკრების არცერთი ფეხბურთელი არ თამაშობს საბერძნეთის ჩემპიონატში. და 2018 წლის ნაკრებიდანაც მხოლოდ 3 კაცია წლევანდელ მუნდიალზე…

და კრიშტიანუ რონალდუზე: შეკითხვების უმეტესობა, რა თქმა უნდა, რონალდუს სათადარიგოებში დატოვებას ეხებოდა.

„დაანებეთ თავი რონალდუს. გუშინ უკვე ვთქვი. მესმის, რომ რონალდუა და ნორმალურია ინტერესი, რადგან დიდი მასშტაბისაა. მაგრამ ახლა მას სიმშვიდე სჭირდება“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *