ჩელსის ყოფილმა ფეხბურთელმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ემანუელ პეტიმ გრემ პოტერის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მას დრო უნდა მისცენ…
“ბრაიტონსა და ჩელსის შორის დიდი განსხვავებაა. მის გასახდელში ახლა ბევრი ვარსკვლავია, რომლებსაც დიდი ამბიცია აქვთ და უკამყოფილოც ბევრი იქნება.
იმედგაცრუების მესმის, მაგრამ, ჩემი შეხედულებით, ამაზე სრული პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება. ფეხბურთელებმა სარკეში უნდა ჩაიხედონ და საკუთარ თავთან მართლები იყვნენ.
სტრატეგიას დავუბრუნდეთ. ყველა ტრანსფერის უკან პოტერი იდგა? ის კლუბში ახლახანს მივიდა. მათ სტრატეგია სჭირდებათ, რასაც ახლა ვერ ვხედავ.
პოტერი წნეხის ქვეშაა. წავიკითხე, მათ შორის ზოგიერთი ყოფილი ფეხბურთელიც, მის გათავიუსფლებას მოითხოვს. კარგით რა, ბიჭებო, რამდენიმე თვის წინ მივიდა, ჯადოქარი არ არის.
მის ადგილას შეგიძლიათ გვარდიოლა, კლოპი ან სხვა ვინმე დანიშნოთ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ უკეთეს შედეგს მიაღწევენ. მივცეთ დრო,” – თქვა პეტიმ