პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ფრანგი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი მომავალ სეზონში გახდება
“მბაპესთან ყველაფერი რიგზეა. ის მშვიდი, ძლიერი ხასიათის და კომუნიკაბელური ბიჭია. იცის რა უნდა, ფეხბურთი უყვარს და, 22 წლის ასაკის მიუხედავად, ძალიან ჩამოყალიბებულია.
კილიანი გადაწყვეტილებას მიიღებს და კლუბი მის შესანარჩუნებლად ყველაფერს ეცდება. ის ხომ მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
უბრალოდ, შეგუება მიწევს, რომ კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოა და რამდენიმე თვეში, შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს.
პსჟ ის კლუბია, რომელსაც მისი ამბიცია და შესაძლებლობები შეუძლია დააკმაყოფილოს და ის წინადადება შესთავაზოს, რომელიც გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს და ბედნიერებას მოუტანს,” – თქვა პოჩეტინომ.