პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ მესის დამატებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
“სეზონის სტარტზე ვართ ორიენტირებულნი. პსჟ სატრანსფერო ბაზარზე გონივრულად მუშაობს, რათა ახალი სეზონისთვის გუნდი გააძლიეროს.
ვიცით, მესისთან დაკავშირებით რაც მოხდა, მწვრთნელი ვარ და ლა ლიგის პირველი ტურისთვის ვემზადები, ტრანსფერები ლეონარდოსა და ნასერ ალ-ხელაიფის ეხება.
მესის რაც შეეხება, არა მისი პოზიცია, არამედ მისი პოტენციალია მნიშვნელოვანი. პსჟ შრომობს, ვარიანტებს აფასებს და, რა თქმა უნდა, მესი მათ შორისაა,” – თქვა პოჩეტინომ