“პოჩეტინო ფეხბურთელებს ეკითხება თუ როგორ ითამაშონ,” – კასანო

 

ანტონიო კასანო საჯაროდ აზრის დაფიქსირებას არასდროს ერიდება. ახლა, კრისტიან ვიერის BoboTV-ში, მან პოჩეტინოზე ისაუბრა

პოჩეტინოს პსჟ-ში მოღვაწეობა ხანმოკლე იქნება. ხალხი მასზე ცუდ ამბებს მიყვება.

ის დიდებული ბიჭია, თუმცა როგორც მწვრთნელი… ტაქტიკურ სამუშაოებს 1 წუთსაც არ უთმობს და მოთამაშეებმა ამის შესახებ არაერთხელ ჰკითხეს. ის ფეხბურთელებს იმასაც კი ეკითხება, თუ როგორი ტაქტიკური წყობით უნდა ითამაშონ…

გავოგნდი რაც მოვისმინე. ის აქამდე ჩემპიონებს არასდროს ავარჯიშებდა და ამიტომაც რთული დრო აქვს.  დიდ ხანს ის პსჟ-ში ვერ იმუშავებს. თვალი ზიზუზე უჭირავთ,” – თქვა კასანომ

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *