პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა
ჟურნალისტი: იმის რისკი არსებობს, რომ მესი თავდაჯერებულობას დაკარგავს? [იგულისხმება რეალთან განმეორებითი მატჩი]
– არა, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მესი – ეს ფეხბურთია. თუ ფეხბურთის მნიშვნელობა ვინმეს გინდათ აუხსნათ, უთხარით რომ ის ლეო მესია.
არ მგონია, რომ გაფუჭებულმა პენალტმა მის თავდაჯერებაზე იმოქმედა. თუ ამას ვინმე ამბობს, გამოდის, ეს სპორტი არ ესმის.
მესიმ კარგად ითამაშა და ამისთვის მადლობა ეკუთვნის, როგორც მთელ გუნდს,” – თქვა პოჩეტინომ.