პოჩეტინო – 2 დიდი მსურველი და ფართო არჩევანი

მაურისიო პოჩეტინომ ზაფხულში შესაძლოა პსჟ დატოვოს. გუნდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა თამაშის იმ ხარისხით, რომელსაც პსჟ აჩვენებს. გარდა ამისა არგენტინელს მსურველები არ აკლია.

არახალია, რომ პოჩეტინოთი დიდი ხანია რაც მანჩსტერ იუნაიტედი არის დაინტერესებული. ბრიტანელები მას რალფ რანგნიკის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც სეზონის ბოლომდე ჰყავთ გაფორმებული.

Daily Mail-ის ინფორმაციით, პოჩეტინოსთვის ბრძოლაში მანჩესტერის მთავარი კონკურენტი მადრიდის რეალი იქნება. უკვე დაიწერა, რომ იმ შემთხვევაში თუ სამეფო გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-ს ბარიერს ვერ დაძლევს, ანჩელოტი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს, მის ნაცვლად კი სწორედ პსჟ-ს ამჟამინდელი დამრიგებელი სურთ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ – რეალის პირველი დაპირისპირება პარიზში გაიმართა და ფრანგთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა 9 მარტისთვისაა ჩანიშნული.

პოჩეტინომ პსჟ 2021 წლის დასაწყისში ჩაიბარა და შარშან გუნდი ლიგა 1-ში მეორე ადგილზე გავიდა. ამ სეზონში პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს 59 ქულით ლიდერობს.

Leave a comment

Your email address will not be published.