პრაიდის სიგიჟეები – როცა გაბარიტები არაფერს ნიშნავს [VIDEO]

იაპონურ პრომოუშენს, Pride FC-ს საბრძოლო ხელოვნებების განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. 1997 წელს დაარსებულ ორგანიზაციაში არაერთი ლეგენდარული მებრძოლი ასპარეზობდა – ფეოდორ ემილიანენკო, ვანდერლეი სილვა, მირკო კროკოპი და სხვები. პრაიდს განსაკუთრებულს ელფერს ის ბრუტალური წესებიც აძლევდა, რაც თანამედროვე ორგანიზაციებში აკრძალულია – პარტერში მყოფი მოწინააღმდეგისთვის ფეხის თავში დარტყმა და ა.შ.

პრაიდი ასევე უცნაური და ავანტურული წყვილებითაც გამოირჩეოდა. დაპირისპირების დროს ხშირად არ იყო გათვალისწინებული გაბარიტები. ერთ-ერთი ასეთი იყო 2006 წელს გამართული ბრძოლა იკუჰიშა მინოვასა და პაულო “გიგანტ” სილვას შორის. მინოვა იმ მომენტისთვის 175 სმ იყო და 85 კგ-ს იწონიდა, რაც შეეხება სილვას, მას გიგანტი ტყუილად არ ერქვა – იგი 219 სმ სიმაღლის იყო და 174 კგ-ს იწონიდა. მიუხედავად ზომებში სხვაობისა, იაპონელმა მებრძოლმა გიგანტი დაამარცხა.

Leave a comment

Your email address will not be published.