მანჩესტერ იუნაიტედის და ბულგარეთის ნაკრები ყოფილი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი შესაძლოა ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს. Bulgarian Football-ის ინფორმაციით, 40 წლის ბერბატოვი ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
არჩევნები 12 ოქტომბერს გაიმართება და მისი მთავარი კონკურენტი მოქმედი პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება. ცნობილია, რომ ბერბატოვს საკმაოდ ჰყავს მხარდამჭერები, მათ შორისაა სოფიას ცსკა.
ბერბატოვმა საფეხბურთო კარიერა სწორედ სოფიას ცსკა-ში დაიწყო. შემდეგ იყო ლევერკუზენის ბაიერი, ტოტენჰემი, მანჩესტერ იუნიატედი, ფულჰემი, მონაკო, პაოკი და ინდური ბლასტერსი. ბულგარელს საუკეთესო პერიოდი მანჩესტერში ჰქონდა, სადაც პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი (კარლოს ტევესთან ერთად) გახდა. ბერბატოვი ასევე პრემიერლიგის 2 გზის გამარჯვებული გახლავთ.