პრემიერლიგის ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდმა, გიორგი ქინქლაძის საუთჰემპტონის კარში გატანილი ბრწყინვალე გოლი გაიხსენა. ქართველმა შემტევმა ეს გოლი 1996 წლის 21 ოქტომბერს გაიტანა. “ქინქლაძე იყო ოსტატი” – ეს წერია ინსტაგრამზე ვიდეოს აღწერაში.
გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში 1995-98 წლებში თამაშობდა და გულშემატკივრებისთვის დღემდე ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია.