პრემიერლიგა ტოტალიზატორზე უარს ამბობს!

ინგლისში ფიქრობენ რომ ტოტალიზატორები დიდ პრობლემას ქმიან. ინგლისური გამოცემის, Sportsmail-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთვრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პრემიერ ლიგაში გუნდებს აღარ შეეძლებათ მაისურზე ტოტალიზატორების რეკლამის დატანა.

ბრიჯიდ სიმონსის ინფორმაციით ინგლისში ტოტალიზატორთა პოპულარობა დღითიდღე იზრდება და კრიტიკულ რიცხვს აღწევს. ბოლო 20 წლის მანძილზე ამ სფერომ ძალიან დიდი შემოსავალი ნახა და უამარავი ადამიანი დააინტერესა.

ამ ეტაპზე ინგლისი ტოპ ლიგაში 9 გუნდი ირიცხება, რომელთა მთვარი სპონსორი ბეთინგ ორგანიზაციაა.

ამ საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. ამა წლის მარტში, 8 პრემიერლიგური გუნდის(ვესტ ჰემი, ბარნლი, ნიუკასლი, კრისტალ პალასი, ფულემი, ლიდს იუნაიტედი, საუთჰემპტონი და ვულვზი) წარმომადგენლები შეიკრიბნენ რათა განეხილათ მათი სამომავლო ურთიერთობა მთავარ სპონსორებთან.

წყაროს ინფორმაციით მოკლე პერიოდში ნამდვილად აიკრძალება ბეთინგ რეკლამების მაისურის წინა მხარეს განთავსება. რეფორმის ავტორებს სურთ რომ ეს ყველა ლიგას და გუნდს შეეხოს, მაგრამ ინგლისის სპორტის სამინისტროში პატარა გუნდები აღელვებთ, რადგან უმეტესობის სპონსორი სწორედ ტოტალიზატორებია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *