პრესტიჟული Golden Boy – კანდიდატებშია კვარაცხელიაც

ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy-ს ასეულში მოხვდა, ანუ 2021 წლის ბოლოს ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება ამ პრესტიჟული პრიზის მოგების.

Golden Boy წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა ნოემბერში: ასაკი 20 წლის, ან ნაკლების.  და აუცილებლად ევროპულ კლუბში უნდა თამაშობდეს.

ეს პრიზი 2003 წელს დაწესდა და პირველად რაფაელ ვან დერ ვაარტმა მიიღო. მოგებული აქვთ ლეო მესის, უეინ რუნის, პოლ პოგბას, კილიან მბაპეს, მარიო ბალოტელის, სესკ ფაბრეგასსა და სხვებს. შარშან ერლინგ ჰოლანდი გახდა გამარჯვებული.

კვარაცხელია რუსული პრემიერლიგიდან ერთადერთია, რომელიც 100 პრეტენდენტს შორისაა.

ვინ არიან ფავორიტები? ჯუდ ბელინგემი, პედრი, კამავინგა, მეისონ გრინვუდი, რაიან გრავენბერხი, ჯოვანი რეინა.

ზოგადად, იტალიური Tuttosport-ის დაწესებულია და აქაა ხმის მიცემაც:

(წესები – ყოველთვიურად 15 რიცხვში ხმის მიცემის შედეგად 20 ფეხბურთელი გამოაკლდება, ანუ ვისაც ყველაზე ნაკლები ხმა ექნება. დარჩება 80… მერე 60. და ბოლოს 20 შეირჩევა)

გადადით ხმის მისაცემ ლინკზე 👉

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *