პრეტორიასა და იოჰანესბურგში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2 და 9 ივლისს სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბოკეს მსოფლიოს თასის მიღმა ვეთამაშებით.

მასპინძლება უკვე დაადგინეს ის სტადიონები, რომლებზეც მატჩები გაიმართება. 2 ივლისს სამხრეთ აფრიკას პრეტორიაში, ლეგენდარულ ლოფტუს ვერსფილდზე ვეთამაშებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სტადიონზე გაიმართა 1995 წლის მსოფლიოს თასის ფინალი.

9 ივლისს კი, მატჩი იოჰაესბურგში ემირეითს აირლაინ პარკზე შედგება. ორი თამაში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში 26 ივნისს, ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ გაემგზავრება.

Ellis Park Stadium.  Image courtesy of <a href='http://plak.co.za/'>Plak</a>

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *