პრობლემები + პრობლემები: ნიდერლანდებს ერთი კაცი გამოაკლდათ

ნიდერლანდების ნაკრებს პრობლემები ემატება და ემატება. დონი ვან დე ბეეკი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს: ეს დღეს გადაწყდა. მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა ტრავმა ვერ მოირჩინა…

 

მის ნაცვლად მწვრთნელი ფრანკ დე ბური არავის არ დაამატებს: 25-კაციანი განაცხადი დარჩება.

 

დენის ბერხკამპის ქალიშვილის შეყვარებულს, ვან დე ბეეკს საკლუბო სეზონიც ჩაუვარდა, მანჩესტერ იუნაიტედში მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა.

 

ნიდერლანდებს, როგორც იცით, ვირჯილ ვან დეიკი არ ეყოლებათ ევროპაზე. და მატეის დე ლიხტი? 6 ივნისს საქართველოსთან 3:0 მოგებულ მატჩში არც მას უთამაშია, თუმცა ექიმებს იმედი აქვთ, რომ დე ლიხტი მალე ჩადგება მწყობრში და პირველ თუ არა, მეორე თამაშში მაინც შესძლებს მინდორზე გასვლას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *