WBA-ს, IBF-სა და WBO-ს ვერსიით, კრივის მძიმე წონის ჩემპიონმა, ოლეკსანდრ უსიკმა საკუთარი ძალები პროფესიონალურ ფეხბურთში გამოსცადა. მოკრივემ უკრაინის მეორე დივიზიონის გუნდის რიგებში, “პოლისიაში” იასპარეზა. კლუბი ზამრით თასზე, ვერეს რივნეს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. უკრაინელი მოკრივე მატჩში 76 წუთზე ჩაერთო. შემოსვლიდან რამდენიმე წამში, უსიკს რეალური მომენტი შეექმნა გოლის გასატანად – მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში გაკეთებულ პასს, უსიკმა მიმართულება კარისკენ ვეღარ შეუცვალა.
უსიკმა სტრაიკერის პოზიციაზე, 17 ნომრიანი მაისურით იასპარეზა.