პსჟ აღშფოთებულია – რატომ ვერ გადავიდა ზიეჩი?

ჰაკიმ ზიეჩის პსჟ-ში ტრანსფერი რატომ ჩაიშალა? – მიზეზი ცნობილი გახდა.

ჩელსის შემტევი ნახევარმცველის გადასვლა თითქოს გარკვეული იყო, იჯარით, გამოსყიდვის გარეშე, მაგრამ ლონდონელებმა მაროკოელის დოკუმენტები მაშინ გააგზავნეს, როდესაც დედლაინის ვადა ამოწურული იყო.

ლ’ეკიპის ინფორმაციით, ჩელსის ხელმძღვანელობამ არასწორი დოკუმენტები 3-ჯერ გაგზავნა, რის გამოც ტრანსფერი დროში ვერ მოესწრო. პსჟ-ს ბოსები აღშფოთებულნი არიან.

შესაძლოა, ლონდონელების ეს ქცევა იმასაც უკავშირდება, რომ მათ პარიზელთა ხელმძღვანელობის დარწმუნება ბერჯერ სცადეს, რათა კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი ჩადებულიყო, მაგრამ უარი მიიღეს.

ფეხბურთელს პსჟ-ში თამაში სურდა…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *