იტალიური საიტები წერენ, რომ ჯანლუიჯი დონარუმას პსჟ-ში უთამაშებლობა ლეო მესის და ზოგადად სამხრეთამერიკელ ფეხბურთელთა ჯგუფს უკავშირდება…
კორიერე დელა სერა და Football-Italia აღნიშნავენ, რომ დონარუმა პარიზულ გრანდში უკმაყოფილოა. საიდან გაჟონა ინფორმაციამ, ვინ იცის, მაგრამ წერენ, რომ დონარუმა კეილორ ნავასთან კონკურენციაში უსამართლოდ იჩაგრება. ნავასი კოსტარიკელია და სამხრეთამერიკელ ფეხბურთელებთან მეგობრობს. მათ შორის, მესისთანაც მეგობრული ურთიერთობა აქვსო.
ასეთი დაჯგუფებები თითქმის ყველა გუნდშია, მაგრამ რამდენად მოქმედებენ ისინი მაურისიო პოჩეტინოზე, რთული სათქმელია. ისე კი, პსჟ სავსეა სამხრეთელებით.
ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი დონარუმა მილანიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა პსჟ-ში. იწერება, რომ 22 წლის მეკარე იუვენტუსს სურს.