პსჟ: ეს რაღაც ახალია… ზიდანიც და ვენგერიც?

ზინედინ ზიდანის პსჟ-ში შესაძლო დანიშვნაზე პირველად არ იწერება, მაგრამ ეს რაღაც ახალია. ფრანგულმა პრესამ აღნიშნა, რომ ზიდანი მოვა იმ შემთხვევაში, თუ სპორტული დირექტორის პოსტიდან ლეონარდოს გაუშვებენ. და მეტიც, შეიხები ამაზე თანახმანი არიან (წერს Onze Mondial).

ადრეც იყო საუბარი, რომ ზიზუს ლეონარდოსთან თანამშრომლობა არ სურს. და ბრაზილიელიც ბლოკავდა ლეგენდარული ფრანგის ვარიანტს. ახლა კი ლეონარდოს გავლენა შემცირდაო…

ახლა პსჟ-ს მაურისიო პოჩეტინო წვრთნის, რომლის გარშემოც ხმები ვრცელდება, რომ ზაფხულში აუცილებლად დატოვებს გუნდს.

იწერება, რომ ზიდანს გაცილებით მაღალ ხელფასს შესთავაზებენ, ვიდრე რეალში ჰქონდა (12 მილიონი ევრო წელიწადში).

და კიდევ, განიხილება ზიდანთან ერთად არსენ ვენგერის მიწვევაც, ოღონდ ზუსტად რა თანამდებობაზე, ეს ჯერ უცნობია. ვენგერი ამჟამად ფიფაში მუშაობს ფეხბურთის გლობალურად განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელად.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *