პსჟ მზად არის ბარსელონას ტრანსფერში 90 მილიონი გადაუხადოს

პსჟ-ს ბარსელონადან რონალდ არაუხოს შეძენა სურს. ესპანური პრესის ინფორმაციით, ფრანგები მზად არიან ბლაუგრანას ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ურუგვაელი მცველი ბარსელონას 2018 წლიდან ეკუთვნის და თავიდან მეორე გუნდში თამაშობდა, მთავარ გუნდში კი რეგულარულად 2020-21 წლების სეზონიდან გამოდის. ამ სეზონში არაუხომ 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

პსჟ ლიგა 1-ში 60 ქულით ცხრილის სათავეშია და უახლოეს მდევარ მარსელს 8 ქულით უსწრებს. გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშიც არის, სადაც მიუნხენის ბაიერნთან 0:1 დამარცხდა, განმეორებითი შეხვედრა კი 9 მარტს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *