პსჟ-მ ბენზემაზეც გაიწია

პსჟ კვლავ ფეხბურთელების დამატებაზე ფიქრობს. ფრანგთა ახალი სამიზნე კარიმ ბენზემაა. EL Nacional-ის ინფორმაციით, ფრანგები მის გადაბირებას 2023 წლის ზაფხულში შეეცდებიან, მაშინ როცა ბენზემა თავისუფალი აგენტი გახდება.

აღსანიშნავია, რომ ახალ კონტრაქტზე ბენზემას და რეალს მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ. მეტიც, სამეფო გუნდის მესვეურებს მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი არ გამოუთქვამთ.

ბენზემას გარდა პსჟ-ს პოგბას სამშობლოში დაბრუნებაც სურს. მანჩესტერის მე-6 ნომერს კლუბში საქმე აერია და დიდი შანსია იუნაიტედიდან წავიდეს. მისი შეძენა რეალს და იუვენტუსსაც უნდათ.

პსჟ ლიგა 1-ში 34 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე ადგილოსან ლენსს 10 ქულით უსწრებს და უახლოეს მატჩს ნანტთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *