პსჟ-მ ჩელსის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები დაიწყო

პსჟ გაძლიერებას აპირებს. ფრანგთა ახალი სამიზნე ჩელსის მცველი ანტონიო რუდიგერია. Bild-ის ინფორმაციით, გუნდის სპორტული დირექტორი ლეონარდო ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უკვე მართავს.

რუდიგერს ჩელსისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მას იანვარში უკვე შეეძლება სხვა კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება. ცნობისთვის, პსჟ-ს გარდა რუდიგერით რეალი და ბაიერნიც არიან დაინტერესებულები.

რუდიგერი ჩელსიში 2017 წლის ზაფხულში რომადან გადავიდა. ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 28 წლის მცველი არისტოკრატთა ძირითადის წევრია, ამ სეზონში მის ანგარიშზე 21 მატჩი და 2 გოლია.

რაც შეეხება პსჟ-ს, პოჩეტინოს გუნდი 45 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ მარსელს 13 ქულით უსწრებს. პარიზელთა მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის რეალი იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *