პსჟ რეალის ვარსკვლავთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

პსჟ დაცვის გაძლიერებას აპირებს. Foot Mercato-ს ინფორმაციით, ფრანგთა ახალი სამიზნე რეალის მცველი რაფაელ ვარანია. ცნობილია, რომ ფრანგ ფეხბურთელს და ფრანგულ კლუბს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.

ვარანს რეალთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. 28 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივება ორჯერ შესთავაზეს, თუმცა ორივეჯერ იუარა. აქვე გეტყვით, რომ ვარანის დამატება მანჩესტერსაც უნდა.

ვარანი რეალში 2011 წლის ზაფხულში 18 წლის ასაკში ლანსიდან გადავიდა. იგი დროთა განმავლობაში უმატებდა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

რაც შეეხება პსჟ-ს, გუნდმა წინა სეზონში ლიგა 1-ში მეორე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგას კი 1/4 ფინალიდან გამოეთიშა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *