პსჟ: სატრანსფერო ბაზრის ტერორი!

ნასე ალ-ხელაიფის ოცნება, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, ჯერ კიდევ ვერ ახდა. მაურიციო პოჩეტინო სიტისთან ნახევარფინალში დამარცხდა.

 

ამის შემდეგ, მან გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვიტა.

 

თავდაპირველი ამოცანა ნახევრად უკვე შესრულებულია: ნეიმარმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, ახლა მთელი ძალები მბაპესკენაა მიმართული.

 

როგორც ალ-ხელაიფმა თქვა, ფრანგი არსად წავა, არ იყიდება და კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს, რადგან ქვეყანასთან მას მისია შესასრულებელი ჯერ კიდევ დარჩა.

 

ამას გარდა, ჯინი ვეინალდუმი ბარსელონას ცხვირწინ ააცალა და როგორც იწერება, ჯიჯიო დონარუმას უფასოდ, ხოლო ჰაკიმის 60 მილიონად დაიმატებს.

 

პსჟ-მ სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილი დიქტატურა დაამყარა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *