მადრიდის რეალს მბაპეს გადაყვანა ძალიან სურს, თუმცა ისეთი კონკურენტი ჰყავს, რომლის ანალოგის პოვნაც მსოფლიოში ძალიან რთულია – პსჟ.
პარიზული კლუბის ხელმძღვანელები – ლეონარდო (სპორტული დირექტორი); ნასერ ალ-ხელაიფი (პრეზიდენტი) და პოჩეტინო (მთავარი მწვრთნელი) ფეხბურთელს უკვე ესაუბრნენ და ზღაპრული პირობები შესთავაზეს: მისი ხელფასი იმდენივე იქნება, რამდენიც ნეიმარს აქვს და გუნდში მსოფლიო დონის ვარსკვლავის მოყვანასაც დაპირდნენ.
პსჟ-ს რამოსი, ვეინალდუმი და დონარუმა უკვე შეუერთდა, თუმცა ეს არ აკმაყოფილებთ და მათი მიზანი კრიშტიანუ რონალდუს დამატებაცაა. საგულისხმოა, რომ ეს სამი ფეხბურთელი, გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
პსჟ მბაპეს შვებულებიდან დაბრუნებას ელოდება, რათა ახალი პროექტი დეტალურად გაიარონ
სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება…