ლიგა 1-ის მორიგ ტურში, პსჟ მეცს შეხვდება. აღნიშნულ დაპირისპირებაში პოჩეტინოს გუნდს ლეო მესი დააკლდება, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს. პარიზელთა რიგებში ტრავმები მესის გარდა მარკო ვერატის და სერხიო რამოსსაც აქვთ.
წინა მატჩში, სადაც პსჟ-მ ლიონს 2:1 მოუგო, 75-ე წუთზე პოჩეტინომ მესი შეცვალა. ბევრმა იფიქრა, რომ არგენტინელებს შორის კონფლიქტი იყო, თუმცა როგორც გაირკვა, ლეოს მუხლის დაზიანება აქვს და პოჩეტინომ აღარ გარისკა.
შეგახსენებთ, რომ მესი პსჟ-ს წელს ზაფხულში შეუერთდა. არგენტინელმა ახალი გუნდის მაისურით 4 მატჩი უკვე ჩაატარა.
რაც შეეხება პსჟ-ს, გუნდმა ლიგა 1-ში 6 მატჩი ჩაატარა და ქულათა მაქსიმუმით ცხრილის სათავეშია. შეგახსენებთ, რომ ფრანგებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბრიუგესთან 1:1 ითამაშეს.