L’Équipe-ის ინფორმაციით, ზაფხულში, პსჟ-ის მთავარი სამიზნე, პოლ პოგბა იქნება.
პარიზელების სპორტული დირექტორი, ლეონარდო მინო რაიოლას უკვე რამდენჯერმე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, იტალიელი აგენტი ფრანგი ფეხბურთელის აგენტია.
აქამდეც დავწერეთ, რომ მანჩესტერისა და პოგბას მოლაპარაკებები წარმატებულად ვერ მიმდინარეობს. ისე ჩანს, პოლს პსჟ-ში წასვლა ნამდვილად უნდა.
ამჟამად, ფრანგი ტრავმირებულია და ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.