კილიან მბაპე რეალში გადასვლასთან ახლოს იყო, თითქოს ყველაფერი გადაწყდა, თუმცა, პსჟ-ს შემტევმა, ბოლო წუთას, უკან დაიხია და კონტრაქტი პარიზელებთან გაახანგრძლივა. ფრანგული გრანდის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი ამით კმაყოფილია და ფეხბურთელზე ასე ისაუბრა:
“ვფიქრობ, ის დიდებული ფეხბურთელი და დიდებული ადამიანია, პროფესიონალი. ჩემთვის, გადამწყვეტი ის არის, რომ პსჟ-ში დარჩა და უფასოდ არ წავიდა. მისი და მისი ოჯახის რწმენა არასდროს დამიკარგავს. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ის პარიზელია, ნამდვილი ფრანგი. ამაყობს, რომ საფრანგეთში თამაშობს.
მბაპე ინგლისთან ითამაშებს. მისთვის ამოსავალი წერტილი საფრანგეთის ნაკრებში თამაშია. ნაკრებში თამაშობს, თუმცა კლუბსაც წარმოადგენს,” – თქვა ალ-ხელაიფიმ.