მანჩესტერ იუნაიტედის შემტევს, მარკუს რაშფორდს პსჟ-ს აქტიურად უკავშირებენ.
სწორედ ამიტომ, ინგლისურმა გუნდმა 25 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები დაიწყო და მის დარჩენაზე დაყოლიებას გაუმჯობესებული ხელფასით – კვირაში 200 000 გირვანქა – ცდილობენ.
თავად რაშფორდსაც ოლდ ტრაფორდზე თამაში ურჩევნია, თუმცა წინადადებებს მაინც განიხილავს და, ახლო მომავალში, კონტრაქტის გახანგრძლივება მოსალოდნელი არ არის.