პსჟ-ს 100 მილიონი სჭირდება – ფრანგებმა გასაშვებ ფეხბურთელთა სია ჩამოწერეს

პსჟ-ს ფეარ პლეისთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. L’Equipe-ს ცნობით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას 100 მილიონი ევროს მიღებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფრანგები ზაფხულში ფეხბურთელს ვერ იყიდიან.

პსჟ რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებას გეგმავს. მაურო იკარდი, იულიან დრაქსლერი, რაფინია, კურზავა, აბდუ დიალო, ტილო კერერი და სერხიო რიკო ის მოთამაშეები არიან, რომლებთან შელევასაც პსჟ აპირებს.

პსჟ ლიგა 1-ში 46 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან ნიცას 13 ქულით უსწრებს. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშია, სადაც მადრიდის რეალს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *