პსჟ: ფიფა, ჩაერიე! მესის ტრავმა აქვს

ლეო მესი არგენტინის ნაკრებს შეუერთდება… არადა, პსჟ-ის ბრაზილიელი სპორტული დირექტორი ლეონარდო გუშინ ამბობდა, რომ მესი ჯერ მზად არაა და გაკვირვებულია მისი ნაკრებში გამოძახებით. არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში 13 ნოემბერს ურუგვაის, ხოლო 17 ნოემბერს ბრაზილიას ეთამაშება. მესი კი, როგორც იცით, ტრავმირებულია.

ლეონარდო: „ჩვენ წინააღმდეგები ვართ, რომ მესი ნაკრებში წავიდეს. ის მკურნალობს. ნაკრებში გამოძახება ყველანაირ აზრს მოკლებულია და ფიფა ამგვარ სიტუაციებში უნდა გაერკვეს“. (Le Parisien)

პსჟ-მ ფიფას მიმართა კიდეც, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

მესის გარდა, ამ მომენტში ტრავმირებულია პსჟ-ის საყრდენი ლეანდრო პარედესიც – სამი კვირაა, არ უთამაშია. თუმცა ისიც იქნება სანაკრებო შეკრებაზე. დიდია ალბათობა, რომ მესიმ ურუგვაისთან ვერ ითამაშოს და ბრაზილიასთან გავიდეს მოედანზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *