პსჟ-ში კორონაა

პსჟ-ს ახალწვეულს აჩრაფ ჰაკიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. განაპირა მცველი თავს კარგად გრძნობს და გუნდისგან იზოლირებულია. სწორედ კორონავირუსის გამო მაროკოელმა შამბლისთან ამხანაგური მატჩი გამოტოვა, რომელიც 2:2 დასრულდა.

ჰაკიმი პსჟ-ში 6 ივლისს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან კარიერა მადრიდის რეალში დაიწყო, შემდეგ იყო დორტმუნდი, ბოლოს კი ინტერი, სადაც სერია ა მოიგო.

რაც შეეხება პსჟ-ს, გუნდმა ჰაკიმის გარდა სერხიო რამოსიც დაიმატა, რომელსაც რეალთან კონტრაქტი ამოეწურა და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *