“პუტინი სპორტს პროპაგანდისთვის იყენებს,” – პოლონეთი მოსკოვში აღარ ჩადის?

 

პოლონეთის სპორტის მინისტრმა, კამილ ბორტნიჩუკმა თქვა, მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, პოლონეთის ნაკრები მოსკოვში სათამაშოდ არ ჩავა…

ჟურნალისტი: “რაც უკრაინის ფრონტზე ხდება, შესაძლოა თუ არა ამან პლეი-ოფზე გავლენა მოახდინოს, პოლონეთი მოსკოვში ხომ რუსეთს უნდა ეთამაშოს?

ბორტნიჩუკი: ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მოსკოვში არ წავიდოდით.

ჟურნალისტი: რატომ?

ბორტნიჩუკი: იმიტომ რომ მწამს, სპორტის ნებისმიერ სახეობაში, რუსეთის ფედერაციის რეჟიმი და ვლადიმერ პუტინი ყველაფერს პროპაგანდისთვის იყენებს.

ამავე დროს, მესმის, რომ მატჩზე უარის თქმა, სავარაუდოდ, ტექნიკურ წაგებას მოგვიტანს და ეს გულშემატკივრებისთვის მტკივნეული იქნება.”

აქამდე ბორტნიჩუკის სურვილი გაჟღერდა, მოსკოვის ნაცვლად, თამაში ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართოს…

როგორც ჩანიშნულია, მატჩი 24 მარტს უნდა შედგეს…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *