ჟერარ დეპარდიე: ზიდანი და 10 კუნძი? ზიდანი შევცვალოთ…

 

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა, ჟერარ დეპარდიემ ალექს ფერგიუსონის ფრაზა გაიხსენა და, მბაპეს სასარგებლოდ, მისი კორექტირება მოახდინა

“შენი მჯერა, კილიან. ერთხელ ალექს ფერგიუსონს შევხვდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგასა და ზიდანზე მშვენიერი რამ მითხრა: “10 კუნძთან ერთად ზიდანი მომეცი და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებო”. წარმოიდგინე, რა იქნებოდა მას კიდევ რომ შევხვდე. მეტყვის: “მომეცი 10 კუნძი და მბაპე, ლიგას მოვიგებო”. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებ.

ბევრ კრიტიკას ვხვდები, სადაც ქედმაღლობაში გადანაშაულებენ. ესენი პსჟ-ის გულშემატკივრები არიან. ასეთი არ ხარ, ისინი კი ფერგიუსონის კუნძები არიან,” – თქვა დეპარდიემ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *