ჟერარ პიკე: “ამ ნაბი***რმა ერთი ცენტიც კი არ მომცა” [ვიდეო]

ბარსელონა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამას მათი ლიდერი და ყველა დროის ერთ-ერთის საუკეთესო ფეხბურთელიც კი შეეწირა ლიონელ მესის სახით. გუნდი ახალ ფეხბურთლებს ვერ არეგისტრირებდა, თუ რამდენიმე ფეხბურთელი ხელფასს არ დაიკლებდა. ერთ-ერთი მათგანი კი მემფის დეპაი იყო.

ასეთი მძიმე სიტუაციის გამო ჟერარ პიკემ გადაწყვიტა რომ ხელფასი მაქსიმალურად დაეკლო, რათა გუნდს ახალწვეულების დარეგისტრირებაში პრობლემა არ შექმნოდა.

სოსიედადთან მატჩამდე ესპანელი ფეხბურთელი Twitch-ზე პირდაპირ ეთერში იყო და სხვადასხვა თემებზე საუბრობდა. დეპაიზე საუბრისას კი მან შემდეგი რამ განცხადა.

“იმ ბო*იშვილ მემფისს ვუთხარი, რომ ჩემთვის ჩუმად მაგიდის ქვეშ ფული შემოეცურებინა . ბოლოს და ბოლოს მის დასარეგისტრირებლად ჩემს ფულზე უარი ვთქვი. ამ ნაბი***რმა ერთი ცენტიც კი არ მომცა“
“ახლა 4 დოლარისთვის ვთამაშობ “ – ეს ყველაფერი მან ხუმრობით და სიცილით ჩაილაპარაკა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *