ფეხბურთში პოლიტიკის კვირა გამოვიდა: კატალონიაში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი დაიჭირეს, თურქეთის ნაკრებმა თავის ჯარს სალამი მისცა, ინგლისის ნაკრებს ბულგარეთში რასისტული გამონათქვამებით წაესიენ.
ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯა კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის სულისჩამდგმელთათვის და ბარსელონაში, ჟირონასა და სხვაგანც ხალხის დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. კატალონიის ფეხბურთის ფედერაციამ მისი დროშის ქვეშ გასამართი ყველა თამაში გააუქმა, თუმცა, ლა ლიგას არ შეეხო და არც კატალონიელთა ესპანეთის ნაკრებიდან მობურნება ითხოვა. თავად ბარსამ პოლიტიკური განცხადება გამოაქვეყნა, რომ ახლა, როგორც არასდროს ისე ხედავს დიალოგის საჭიროებას, რადგან საქმე ციხით ვერ მოგოვარდება.
საერთოდ, როგორ გაგრძელდება კატალონიის ამბავი, ძნელად წარმოსადგენია. უეფა რომ პოლიტიკურ ჟესტებს უკრძალავს ფეხბურთელებს, ეს ძველი ამბავია: გვარდიოლაც კი დააჯარიმეს ერთხელ წითელ-ყვითელი ეროვნული შარფის გამო, მაგრამ კრძალავს თუ არა უეფა ჟესტებს, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მოუნდებათ, შვეიცარიის ნაკრებში მოთამაშე კოსოვოელებს და ხელის მტევნების. გადაჭდობით დაანახებენ მსოფლიოს ორთავიან ალბანურ არწივს და მოუნდებოდა იმ გადარეული პაოლო დი კანიოს და ნაცისტურად აისროდა მკლავს. ჯარიმებით ამის გაჩერება შეუძლებელია. ფეხბურთელები მდიდარი ხალხია – იხდიან. ნაკრებებიც და კლუბებიც.
აგერ თურქებმა ალბანელებს მოუგეს და რამდენიმე ფებხურთელმა ხელის შუბლთან მიტანით, სამხედრო სალამი აუღო თავიანთი ქვეყნის ჯარისკაცებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ სირიის საზღვარი გადალახეს… ევროპაში თურქეთის ეს მოქმდება არ მოსწონთ, უეფამ კი, გამოვიძიებთ და შესაბამისადაც ვიმოქმედებთო. თურქეთის ნაკრებმა. გასხდელშიც გადაიღო სურათი და იქაც, სამხედრო სალმით მიუძღვნა გამარჯვება თავის ჯარისკაცებს. ეს, ცხადია სატვიტერედ იყო.
ტექსტი და ფოტო მოუწონებიათ გერმანელ თურქ მოთამაშეებს გუნდოგანსა და ემრე ჯანს, მერე კი მოწონებები წაუშლიათ. ჯანს საერთოდაც უთქვამს პაციფისტი ვარ და შარშანდელი ამბის მერე პოლიტიკას აღარ ვეკარებიო. შარშან ამ ჯანსა და მესუთ ოზილს ერდოღანთან გადაღებული სურათების გამო დასცხო გერმანულმა მედიამ… მოკლედ, ძნელია ევროპელობა და სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება. მგონი უკვე უბრალოდ ფეხბურთელობაც ძნელია.
ინგლისის ნაკრების შავ ფეხბურთელბს კი სულ მაიმუნის ხმები შეაგებეს შავოსნამა ბულგარელმა არიელებმა. ოღონდაც, საუთგეიტი სწორად მოიქცა, უეფას რეგულაციას მიჰყვა, რომლის მიხედვითაც ერთ თამაშში რასიზმის გამოვლინების მესამე ჯერზე მსაჯს თამაშის შეწყვეტა შეუძლია, თუმცა მანამდე. სტადიონზე უნდა გამოაცხადებინოს, შეწყვიტეთო. საუთგეიტმა და მისმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში ორეჯრ გააჩერეს თამაში და მსაჯებსაც გვარიანად ელაპარაკნენ. სტადიონზე კი მკაცრად და გარკვევით გამოაცხადეს, რომ ერთიც და თამაში შეწყდება, რადგან ინგლისის ნაკრები მოედნიდან გავა. მერე ბულგარლების კაპიტანი ეხვეწებოდა ერთ ტრიბუნას. ჩვეულებრივ, ასეთი რამის დაჯერება უჭრით ხოლმე და ამიტომ, აგრძელებენ ამ ფაშისტობების ყვირილს, მაგრამ თამაში ჩაშლასთან ახლო იყო, ამას კიდევ უკვე ფულად ჯარიმზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. არც ფედერაციას აწყობს, არც სახელმწიფოს. ჯარიმაც იქნება და კიდევ მეტი შარიც.
ბულგარელთა მწვრთნელმა კრასიმირ ბალაკოვმა კი თქვა, ბრიტანეთს მეტი რასობირვი პრობლემა აქვს, ვიდრე ბულგარეთსო, მე რასიტული არაფერი გამიგონია, ინგლისლებმა მოიგონეს და საერთოდ, იმათმა ფანმებმა ჩვენს ჰიმნს უსტვინესო.
ბალაკოვი კაი ფეხბურთელი იყო, პიროვნულად, რბილად რომ ითქვას, ნაკლებად ჯენტლმენი, ისე კი უბრალოდ თავხედი. იქ მთელი ტრიბუნა შიმპანზეს ხმებს გამოსცემდა გუგუნით.
აღმოსავლეთ ევროპის ხულიგან-ყმაწვილკაცობამ ცოტა არ იყოს გვიან გაუგო გემო ნაცისტურ რამეებს და აგე, ბულგარელებსაც დაუწყიათ.
მოკლედ, რთულდება და რთულდება.
სოკრატესიც კი აწვებოდა ფეხბურთელობისას პოლიტიკას, მაგრამ როგორღაც ლამაზად გამოსდიოდა. სულ არ იყო ევროპელი.