ჟირუს იტალიაში ეპატიჟებიან

ოლივიე ჟირუმ კარიერა შესაძლოა სერია ა-ში გააგრძელოს. იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო დი რომანო იუწყება, რომ ფრანგს მილანი იწვევს. ისიც ითქვა, რომ როსონერის და ჩელსის შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.

ჟირუ ჩელსის დატოვებაზე წესით თავადაც უნდა ფიქრობდეს, რადგან არისტოკრატებში ცოტას თამაშობს. პრემიერლიგის ბოლო გათამაშებაში მან მხოლოდ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან მხოლოდ 8-ჯერ იყო ძირითადში და 4 გოლი შეაგდო.

რაც შეეხება მილანს, 2014 წლის შემდეგ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში პირველად ითამაშებს. როსონერიმ სერია ა-ში 79 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *