ჟირუ და ეგზოტიკა…

მილანის ფრანგმა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ იტალიურ კლუბთან კონტრაქტის განახლების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ახალ შეთანხმებაზე წარუმატებელი მოლაპარაკებების შემთხვევაში, შესაძლოა, ამერიკულ MLS-ში გადასვლის პერსპექტივა განიხილოს.

„კონტრაქტის განახლება მსურს. შარშან სკუდეტოს მოგებით გულშემატკივრების გულების დაპყრობა მოვახერხე. ახლა განვიხილავთ კონტრაქტის პირობებს. თუ  მილანში დავრჩი, ბედნიერი ვიქნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ეგზოტიკურ ჩემპიონატში წავიდე. მაგალითად, MLS-ში, რომელიც ყოველთვის მომწონდა.

მაგრამ ჩემთვის მთავარია მილანთან ერთად გოლების გატანა და ტიტულების მოგება გავაგრძელო“, – თქვა ჟირუმ.

36 წლის ჟირუს მილანთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება. ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, ფრანგი როსონერისთან ახალ კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს.

ჟირუ:“ ჩვენ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია“ - Calcio

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *