ჟირუ და მბაპე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – პოგბამ კომენტარი გააკეთა

ბულგარეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, ოლივიე ჟირუ პარტნიორებზე განაწყენებული იყო, პასს არ მაძლევენო. ეს სიტყვები მბაპემ პერსონალურად საკუთარ თავზე მიიღო და ნაკრებში მის პოზიციასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.

ამაზე კომენტარი პოლ პოგბამ გააკეთა

“ჩვენთან დაძაბულობა არ არის. დაძაბულობა მხოლოდ მხრებსა და ფეხებს ადგება! დიდებული ატმოსფერო გვაქვს. ოლივიესა და მბაპეს შორის არაფერი ხდება, არაფერი შემიმჩნევია. საქმე სიტყვებში რაღაც გაუგებრობასთან უნდა გვქონდეს”

15 ივნისს საფრანგეთს დიდი მატჩი ელოდება – გერმანიასთან…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *